LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ საჯაია: „12 წელი ნიჰილიზმს თესავდნენ – ჩვენს გავიმარჯვეთ უიმედობასა და დეპრესიაზე, ახლა გაფორმების ამბავი მიდის – როგორც ისინი იფორმებენ მოღალატეების სახელს, ასე ვიფორმებთ ჩვენც გამარჯვებას“

195
მარიამ საჯაია

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს, პარალელურად კი დეპუტატები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.

სამოქალაქო აქტივისტი მარიამ საჯაია აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება, სადაც მან მედიასთან მიმდინარე მოვლენებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:

ნანკა კალატოზიშვილი: „მართლა მხოლოდ წიგნებში მაქვს წაკითხული ასეთი ღალატი და საკუთარი ხალხის გაწირვა, ისტორიული მოვლენის მომსწრე გავხდი თავად მეც“

„დილისთვის, 11 საათზე ბევრი ხალხი იყო და იმედია, კიდევ უფრო მეტი მოვა, იმიტომ, რომ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აქ ყოფნას“.

„12 წელი ნიჰილიზმს თესავდნენ და ჩვენც ხო, აი რა უთავმოყვარეო ხალხი ვართ და არა, გავიმარჯვეთ, ჩვენს თავზე გავიმარჯვეთ, უიმედობასა და დეპრესიაზე გავიმარჯვეთ, ახლა გაფორმების ამბავი მიდის – როგორც ისინი [საპარლამენტო უმრავლესობა] იფორმებენ მოღალატეების სახელს, ასე ვიფორმებთ ჩვენც გამარჯვებას.“ – უთხრა რადიო „თავისუფლებას“ მარიამ საჯაიამ.

პოპულარულები