საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კორეული მიმართულების კურსდამთავრებული მარიამ სირაძე სწავლას კორეის რესპუბლიკაში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მარიამმა კორეის სამთავრობო სტიპენდია მოიპოვა და ჩაირიცხა იჰვას უნივერსიტეტში (სეული) კორეის კვლევების (Korean Studies) სამაგისტრო პროგრამაზე.