LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ კურსდამთავრებული თამარ სულაბერიძე სწავლას იტალიაში, ESCP Business School-ში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველ და ამჟამად რეიტინგულ უნივერსიტეტში გააგრძელებს

486
fot

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული თამარ სულაბერიძე სწავლას ESCP Business School-ის ტურინის კამპუსში Master in Management პროგრამაზე გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „თავისუფალი უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

„თავისუფალი უნივერსიტეტი“ აღნიშნავს, რომ თამარს შემოთავაზება ჰქონდა შვეიცარიისა და აშშ-ს რამდენიმე უნივერსიტეტიდან, თუმცა საბოლოოდ, არჩევანი ESCP Business School-ზე შეაჩერა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ამჟამად რეიტინგული უნივერსიტეტია მსოფლიოში.

„თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული თამარ სულაბერიძე სწავლას აგრძელებს ESCP Business School-ის ტურინის კამპუსში Master in Management პროგრამაზე.

თამარს თანხმობა ჰქონდა ასევე შვეიცარიისა და აშშ-ს რამდენიმე უნივერსიტეტიდან, თუმცა საბოლოოდ, მაინც არჩევანი ESCP Business School-ზე შეაჩერა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ამჟამად რეიტინგული უნივერსიტეტია მსოფლიოში, რომელიც სტუდენტებს მრავალფეროვან აკადემიურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

თამარს სწავლის პროცესში მოუწევს უნივერსიტეტის, მინიმუმ ორი კამპუსის გამოცვლა ევროპის სხვადასხვა ქალაქში, რაც დაეხმარება მას სხვადასხვა კულტურული გარემოს გაცნობაში.

თამარი ბიზნესის სკოლის ფინანსების მიმართულების კურსდამთავრებულია და სწორედ ამიტომ, მიმდინარე სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში რამდენიმე დამატებითი საგნის გავლის ვალდებულებაც მოხსნილი აქვს,“ – აღნიშნულია „თავისუფალი უნივერსიტეტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები