„მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება იწყება“, – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.
პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 24 და 25 აგვისტოს 09:00- დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური გილოცავთ მარიამობის დღესასწაულს.“- აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.