LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MARidea Events  – ემოციებით გაჟღენთილი და დაუვიწყარი მოგონებებით დაგვირგვინებული ცოცხალი შოუები

1448
მარიდეა გელაშვილი

ივენთ ინდუსტრიაში, სადაც კონკურენცია მხოლოდ მზარდია, ყოველი დეტალი კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამიტომაცაა, რომ ივენთ კომპანიები მხოლოდ ღონისძიების გეგმის შემუშავებით აღარ იფარგლებიან და სამუდამოდ დასამახსოვრებელი მომენტების შექმნას ცდილობენ. სწორედ ასეთი შემართებით – ღონისძიებების საკუთარი ხელწერით ორგანიზების სურვილით დაიწყო ქართულ ბაზარზე ოპერირება კომპანიამ „MARidea Events“, რომლის დამფუძნებელსაც, მართლაც იდეებით სავსე და მრავალმხრივი ინტერესების მქონე მარიდეა გელაშვილს, მედიაში მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს.

მარიდეა გელაშვილი, კომპანიის „MARidea Events“ დამფუძნებელი:

– დაახლოებით, 17 წელია, რაც ვსაქმიანობ, როგორც ჟურნალისტი, წამყვანი და კომერციული ხმა. გარდა ამისა, თითქმის 15 წელია, რაც ვთანამშრომლობ მსხვილ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებთან ბრენდინგისა და პიარის მიმართულებით და ამ თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ფართო, თუ მცირემასშტაბიანი ღონისძიება დამიორგანიზებია. მხიარულ ღონისძიებებთან ერთად, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, ორგანიზება გამიწევია მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრებისა და ბიზნეს ფორუმებისთვისაც. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ როგორც ჟურნალისტი არაერთი მასშტაბური ღონისძიების მონაწილე და დამსწრე ვყოფილვარ. ამ ყველაფერმა საინტერესო გამოცდილება შემძინა არა მხოლოდ როგორც საქმის შემსრულებელს, არამედ დამკვირვებელსაც. სწორედ ასეთ ღონისძიებებზე ხედავ, როგორ რეაგირებს აუდიტორია მუსიკაზე, წამყვანზე, გარემოზე, რა ხარვეზები იკვეთება და ა.შ. ამ გამოცდილებას უკვე წლებია ვუზიარებ, როგორც პიროვნული და ორგანიზაციული კომუნიკაციების განვითარების მიმართულებით ტრენერი, კომპანიებს და ფიზიკურ პირებსაც. და აი, დადგა დღე, როდესაც მივხვდი, რომ ის გამოცდილება, რომელიც არაერთი მიმართულებით დამიგროვდა, თავისუფლად შეიძლება მოექცეს ერთი კომპანიის ქვეშ. ასე შეიქმნა „MARidea Events“.

–  რა სერვისებს სთავაზობს „MARidea Events“ მომხმარებელს?

– იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი არის საკმაოდ კონკურენტული, აუცილებლად უნდა იყო პროფესიონალი იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად გამოგივიდეს. ჩვენ გთავაზობთ ნებისმიერი წვეულების (გამოსაშვები საღამო, კორპორაციული წვეულება, ქორწილი და ა.შ.) და საქმიანი ღონისძიების დაგეგმვას – იდეიდან სრულ განხორციელებამდე. დამკვეთებს შეუძლიათ ბოლომდე მოგვენდონ, იმიტომ, რომ მე თვითონაც ხშირად ვყოფილვარ დამკვეთი და ვიცოდი, ვისთან თანამშრომლობა იყო ჩემთვის კომფორტული, რატომ შემეძლო ვყოფილიყავი სრულიად მშვიდად.

– რის საფუძველზე უნდა მოგენდოთ თვალდახუჭული დამკვეთი?

– ჩემი კომპანიის ყველაზე დიდი პლუსი და ძლიერი მხარე გამოცდილება და გუნდია. იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც არაერთი ამპლუიდან შემიძენია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღონისძიების დაგეგმვის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა მარტო თვითონ გეგმა და სცენარი, არამედ მისი სწორად მართვაც. ლოკაცია, დეკორაცია, ბენდი და მსგავსი ნიუანსები, ცხადია, განსაზღვრავს ღონისძიების წარმატებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ემოციაა, ანუ რა გაჰყვებათ და დარჩებათ სამუდამოდ მეხსიერებაში ღონისძიების მონაწილეებს. ემოცია მნიშვნელოვანია დამკვეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის დროსაც – როგორ დაგინახა, როგორ შემოვიდა შენთან კომუნიკაციაში და თუ საქმის სიყვარული და გამოცდილება არ გაქვს, წარმოუდგენელია, შეთანხმება შედგეს. რაც შეეხება გუნდს, ფიზიკურად მარტო ვერაფერს ვერ გააკეთებ, ყველაფერში პროფესიონალი ვერ იქნები, ამიტომაც მას შეადგნენ პარტნიორობაში გამოცდილი ადამიანები, ანუ ისინი, ვისთანაც წლების განმავლობაში მქონია შეხება. ეს ადამიანები არიან დეკორატორები, ვიდეოგრაფები, ფოტოგრაფები, მუსიკოსები. მათ 100%-ით ვენდობი. ასე რომ, ის, ვინც მოგვანდობს თავის ღონისძიებას, დარწმუნებული მინდა იყოს, რომ საქმეს იმ ადამიანებს ანდობს, რომლებმაც ზუსტად იციან, რას აკეთებენ.

– თავად რა მოლოდინები გაქვს „MARidea Events“-ისგან?

– მისი მეშვეობით მინდა, რომ ზღვა ემოციები და ბედნიერი წუთები დავუტოვო ადამიანებს, მათთვის მნიშვნელოვანი თარიღები მათი ცხოვრების ნათელ წერტილებად ვაქციო. დიდი სურვილი მაქვს, რომ წლების გამოცდილებას, რომელსაც ამ კომპანიაში ჩავდებ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის წარმატების, ბედნიერი წუთების აღნიშვნის და მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრების დაგვირგვინების საწინდარი იქნება. აქვე აღვნიშნავ, რომ დღესასწაულის შექმნა, ადამიანებისთვის დაუვიწყარი ემოციების ჩუქება მცირე ბიუჯეტითაც არის შესაძლებელი. მთავარია, საქმე სიყვარულით ვაკეთოთ და ყველაფერი გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g