LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკა ბაკურაძე: „ამ ასაკის ქალი ჯაივის ცეკვის დროს „შპაგატშიც” კი ჩაჯდა! ძალიან დიდი იმედგაცრუებაა მანანას გასვლა პროექტიდან…“

1522
მარიკა ბაკურაძე და მანანა თოდაძე

ტელეჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე ეხმიანება „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მორიგ ეპიზოდს, სადაც სამწუხაროდ, პროექტს მანანა თოდაძე გამოეთიშ, თუმცა მომღერალმა ყველას დაამახსოვრა თავი, რადგან ნომრის ბოლოს შპაგატში ჩაჯდა.

„ცეკვავენ ვარსკვლავებზე” მუშაობის გამო არასდროს ვასახელებდი ჩემს ფავორიტს. ტენდენციურობა არ შეიძლება. ყველასთან ვმუშაობთ თანაბრად. მაგრამ პირველივე წუთიდან ვგულშემატკივრობდი მანანა თოდაძეს – როგორც ფენომენს! ამ ასაკის ქალი დღეს ჯაივის ცეკვის დროს „შპაგატშიც” კი ჩაჯდა!

ეს იყო მოტივაცია, სითამამე, გამბედაობა, ყველაფერი!

ძალიან დიდი იმედგაცრუებაა მანანას გასვლა პროექტიდან.

(არც ერთ მონაწილეს ეს არ გეწყინებათ ვიცი, რადგან მე ახლა სხვა მოვლენაზე ვსაუბრობ, ბევრად მეტზე, ვიდრე უბრალოდ კარგ ცეკვაზე)

ბრავო, მანანა! ♥️

6 ტური გაიარეთ ბრწყინვალედ!

მოხიბლული ვარ თქვენი კულტურით და ადამიანობით!

უდიდეს პატივს გცემთ!“

ვიდეო: „თეძოები უნდა ჩავაქსოვოთ ლამაზად“ – როგორ იცეკვა მანანა თოდაძემ სამბა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები