LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკა ბაკურაძე: „ვიდეოექსპერიმენტში 50 წლის კაცის და 15 წლის გოგონას ქორწილი დავდგი, ხალხი ტაშს უკრავდა, ულოცავდა და ლოცავდა…“

1393
anukidzeluri2019

„იმედის“ ჟურნალისტი, ტელეწამყვანი მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში იხსენებს ერთ-ერთ სიუჟეტს, რომელიც ამ არხისთვის მოამზადა. მარიკამ დადგა 50 წლის კაცისა და 15 წლის გოგონას ქორწილი და დაინტერესდა, როგორი იქნებოდა ხალხის რეაქცია, თუმცა ღიად პროტესტი არავის გამოუხატავს.

ტელეჟურნალისტს ეს ამბავი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გაახსენდა, რაც დღეს გახდა ცნობილი, რომ გორში 13 წლის გოგონამ 50 წლის მამაკაცისგან შვილი გააჩინა.

მარიკა ბაკურაძე წერს:

„ახლა ძალიან მეზარება იმ ვიდეოს მოძებნა, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ – როცა ვიდეოექსპერიმენტი გადავიღე და 50 წლის კაცის და 15 წლის გოგოს ქორწილი დავდგი, ქუჩაში, ხალხი ტაშს უკრავდა, ლოცავდა და ულოცავდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g