LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიკა ბაკურაძის ორიგინალური პირბადე სოცქსელებში განხილვის საგანი გახდა: „ცუდია, რომ ჩემი საუბარი ჩემმა პირბადემ გადაფარა…“

12869
marikanews5

„იმედის“ წამყვანი, ტელეჟურნალისტი, მარიკა ბაკურაძე „პრაიმშოუში“ სამედიცინო თემებზე საუბრისას გამჭირვალე შავი პირბადით გამოჩნდა, რასაც გადაცემის ვიდეოს ქვეშ უამრავი კომენტარი მოჰყვა. „ჩულქი პირზე“, ასე ეხმაურებიან მნახველები ორიგინალურ პირბადეს.

თავად მარიკამ სოციალურ ქსელში კომენტარებზე, როგორც თავად დაწერა, იხალისა, მოგვიანებით კი, „ფეისბუქზე“ აღნიშნა:

„1 – გიორგი ღოღობერიძის და სხვა ექიმების თუ არაექიმების ამბიციურ ვნებებზე მე აქ კორექტულად ვუსაუბრე და ახლაც ასე ვფიქრობ.

2 – ცუდია, რომ ჩემი საუბარი ჩემმა პირბადემ გადაფარა და კომენტარები პირბადეზეა და არა შინაარსზე, თუმცა, გამგები გაიგებს, რაც ვთქვი.

3 – პირბადეს რაც შეეხება, მას არასამედიცინო დანიშნულება აქვს და რომ არ მომწონდეს, არ გავიკეთებდი.

4 – მე წუხელ მშვიდად მეძინა და ამდენმა ხალხმა ჩემი პირბადის კომენტარების წერაში რატომ გაათენა, ვერ ვხვდები))))“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g