„ახალი წელი ახლოვდება, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი მოუთმენლად ელის ახალი იმედებით და სურვილებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი წლის დღესასწაულს ახლა განსაკუთრებით შევეგებოთ ერთმანეთის სიყვარულით სიმღერით და კეთილი სურვილებით”– ამის შესახებ მომღერალი მარიკა თხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მომღერალი კონცერტში მონაწილეობისთვის ყველა რეგიონს მადლობას უხდის:
„ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში შეიძლებოდა ვინმე დაეშანტაჟებინათ არ იმღეროო… ქართველს რომ ეტყვი არ იმღეროო და ამ დროს თვითონ რუსთაველზე კიდეც მღერიან და კიდეც ცეკვავენ“ – „ტრიო თბილისის“ სოლისტი ზაზა მამალაძე
„მეგობრებო, ახალი წელი ახლოვდება, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი მოუთმენლად ელის ახალი იმედებით და სურვილებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი წლის დღესასწაულს ახლა განსაკუთრებით შევეგებოთ ერთმანეთის სიყვარულით სიმღერით და კეთილი სურვილებით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ რეგიონს, სადაც რამდენიმე კონცერტში მივიღე მონაწილეობა და მივიღე ძალიან დიდი სითბო და სიყვარული თითოეული ადამიანისგან”-წერს მარიკა თხელიძე.
აჩიკო ნიჟარაძე: „ცოტა ხნის წინ ჩავერთე რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს ჩვენს პროფესიას – ბედნიერი ვარ, რომ იმ საქმეს ვემსახურები რომელსაც ნამდვილად შეუძლია ხალხის გაერთიანება“
პაატა ხაჩიძე: „6 წლიდან სცენაზე ვდგავარ, არავის აქვს უფლება, სიმღერაზე უარი გვათქმევინოს, ჩემთვის მიუღებელია ახალი წესები, რომლითაც გარეშე ძალები ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს! მოღალატეები კი ილაპარაკებენ ბევრს, რათა დამალონ თავისი ღალატი“
„ერისიონი“: „ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს“