LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანას მოხმარება ინსულტისა და არითმიის განვითარების რისკებს ზრდის – მეცნიერების კვლევა

595
page

მარიხუანას მოხმარება ინსულტისა და არითმიის განვითარების რისკებს ზრდის – აღნიშნული  კვლევის შესახებ ამერიკელმა მეცნიერებმა რამოდენიმე  დღის წინ, ფილადელფიაში გამართულ „ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის“ სამეცნიერო კონგრესზე ისაუბრეს.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ იმ ახალგაზრდებში, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ მარიხუანას, გაცილებით მაღალია ინსულტის განვითარების რისკი. გარდა ამისა, იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც მარიხუანას არ მოიხმარს, მომხმარებლები უფრო ხშირად გადაჰყავთ საავადმყოფოში არითმიის დიაგნოზით.

აღნიშნული კვლევების ფარგლებში საერთო ჯამში 18-დან 43 წლამდე ასაკის 43 000 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს. გარდა იმისა, რომ დადგინდა მარიხუანას მომხარებით გაზრდილი ინსულტისა და არითმიის განვითარების რისკების შესახებ, კვლევებმა ცხადყო ისიც, რომ გაცილებით მაღალია ინსულტის განვითარების შანსი მარიხუანას იმ მომხმარებლებში, რომლებიც თამბაქოსაც მოიხმარენ.

„ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციას“ მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია. მიუხედავად ამისა, ასოციაციას აქვს რეკომენდაციები აშშ-ის იმ შტატებისათვის, სადაც მარიხუანას მომხარება ლეგალურია.

„კარდიოლოგთა ასოციაციის“ წარმომადგენელთა აზრით, აღნიშნულ შტატებში მარიხუანაზე, როგორც ლეგალურ პროდუქტზე, უნდა დაწესდეს ისეთივე შეზღუდვები, როგორიც თამბაქოზე და განსაკუთრებით უნდა გაკონტროლდეს მომხმარებელთა ასაკი. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მოზარდებისათვის მარიხუანას მომხმარებას უფრო მწვავე პრობლემების მოტანა შეუძლია.

„მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა ბევრ შტატშია ლეგალიზებული და ბევრგან სამედიცინო მიზნებითაც გამოიყენება, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს მისი დოზირების წესები და მოხმარების დასაშვები სიხშირე. ძალიან დიდი განსხვავებაა მარიხუანას სამედიცინო მიზნით, დოზირებულად მოხმარებასა და მასზე დამოკიდებულებას შორის.

მარიხუანა დღითი დღე უფრო ფართო მასების მიერ მოიხმარება, სწორედ ამიტომაც ჩვენ გავაგრძელებთ კვლევებს ამ მიმართულებით, რათა გვქონდეს სრული სურათი და ზუსტად გავიგოთ, თუ რა გავლენას ახდენს ის ორგანზიმზე.“- განაცხადა „ამერიკის კარდიოლოოგთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, პროფესორმა რობერტ ჰარინგტონმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g