LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებაზე რეფერენდუმის ჩატარება კარგი იქნება – გია გაჩეჩილაძე

114

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. ჟურნალისტებთან საუბარში გაჩეჩილაძე NDI-ს კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა გაუქმდეს, მაგრამ
ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს.

„მომავალი თაობა საფრთხის წინაშე დააყენეს. იმედი მაქვს, პარლამენტი გაამკაცრებს არსებულ კანონმდებლობას მომავალი თაობა, რომ ბავშვები მაინც გადავარჩინოთ. საზოგადოება ისეთ პროცესებს ჯანსაღად აფასებს, რაც ოჯახებთან არის დაკავშირებული. რუკა ნახეთ, სად არის მარიხუანა ლეგალიზებული. თითზე ჩამოსათვლელ და გაუბედურებულ ქვეყნებს საქართველო დაემატა, რაც კატასტროფაა. თუ რეფერენდუმი ჩატარდება, კარგი იქნება, რადგან ეს იმ აბსურდულ ვითარებას წერტილს დაუსვამს, რომლის უკან არ ვიცი, ვინ დგას, მაგრამ ამ თვალსაზრისით ბევრი ეჭვი არსებობს,“ – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზება არ უნდა მოხდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g