დღეს მარიკუნა მიქატაძის დაბადების დღეა.
მარიკუნას სოციალურ ქსელში მეგობრები იხსენებენ.
„მარიკუნა, ძალიან მენატრები“, – წერს სოფო ნიჟარაძე და მეგობრის კადრებს აქვეყნებს, სადაც ის ქუჩაში ცეკვავს.
ცნობისთვის, 2023 წლის 14 ივლისს, 39 წლის ასაკში, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა.
გამოძიების ვერსიით, ის მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, როცა მოაჯირიდან ჩავარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანებით გარდაიცვალა.
