LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მარინა ბერიძე გამინაწყენდა… თითიც დამიქნია და პატარა ბიჭო, არ გამაბრაზოო, ეთერიდან შემომითვალა” – ბახვა ბრეგვაძე

2945
BeFunky-collage (28)

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მსა­ხი­ო­ბი ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე მუსიკალური პროდიუსერის, მა­რი­ნა ბე­რი­ძის შე­სა­ხებ სოციალურ ქსელში პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც ბრეგვაძე წერს, მა­რი­ნა ბე­რი­ძის­გან საყ­ვე­დუ­რი მი­ი­ღო და მას ბო­დიშ­საც უხ­დის, თუმ­ცა საყ­ვე­დუ­რის მი­უ­ღე­ბელ ფორ­მას აპ­რო­ტეს­ტებს:

“გუ­შინ ეკა მა­მა­ლა­ძეს და­ბა­დე­ბის დღე მი­ვუ­ლო­ცეთ პირ­და­პირ ეთერ­ში. ბო­ლოს ვი­დეო გა­ვუშ­ვით, რო­მე­ლიც მარ­თლაც ჩვენს მიერ, ჩვე­ნი გა­და­ცე­მის­თვის იქნა გა­და­ღე­ბუ­ლი ბა­თუმ­ში, თუმ­ცა ამ დუ­ე­ტის იდე­ის ავ­ტო­რი და შემ­ქმნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა ბე­რი­ძე ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც გა­მი­ნა­წყენ­და, რომ არ აღ­ვნიშ­ნეთ ეს ამ­ბა­ვი… მარ­თა­ლია, თი­თიც და­მიქ­ნია და პა­ტა­რა ბიჭო, არ გა­მაბ­რა­ზოო, ეთე­რი­დან შე­მო­მით­ვა­ლა… მი­უ­ხე­და­ვად საყ­ვე­დუ­რის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი ფორ­მი­სა, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ჩემ­თვის… რა თქმა უნდა, მა­ინც ბო­დიშს ვუხ­დი მას, რომ ეს არ აღ­ვნიშ­ნე. არ ვი­ცო­დი, თუ არ მახ­სოვ­და, ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს იმ­დენ­ჯერ გა­მორ­ჩე­ნი­ათ ხოლ­მე ჩემი თუ ჩემი გა­და­ცე­მის აღ­ნიშ­ვნა, მაგ­რამ მეს­მის ზოგი ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვამს…

იქ მსხდომ ჩემს მე­გობ­რებ­ზე, ცხა­დია, კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ, არ მინ­და უბ­რა­ლოდ. ასე თქვეს, “გაღ­მე­ლე­ბი” ხომ არ არი­ან და ეს რო­გორ შე­ე­შა­ლა­თო, აი, ეს რო­მე­ლი ნა­პი­რი­დან იყო ნათ­ქვა­მი, მარ­თლა ვერ გა­ვი­გე…

რაც შე­ე­ხე­ბა “ინო­ლას” ვი­ნილს, სრუ­ლი­ად შე­სა­ნიშ­ნავ სი­ურპრიზს გიმ­ზა­დებთ, სა­უ­კე­თე­სო მუ­სი­კო­სე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მარ­თლა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა გე­ლით წინ. ამ ვი­ნი­ლის შექ­მნის იდეა გი­ორ­გი ცა­გა­რელს ეკუთ­ვნის, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ და იმ მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტამ­დეც უს­მენ­და ინო­ლას, სა­ი­და­ნაც თით­ქოს აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ყვე­ლამ ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ავ­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი დე­დას ვფი­ცა­ვარ, მეც მა­ნამ­დე ვი­ცო­დი. გე­ნი­ა­ლუ­რად გა­ა­ორ­კესტრა, გე­ნი­ოს­მა ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა… მოკ­ლედ ყვე­ლა­ფე­რი წინ არის. “პა­ტა­რა ბი­ჭებ­საც” გაგ­ვი­გია რა­ღაც და ვი­ღაც, სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ.”-წერს ბახ­ვა ბრეგ­ვა­ძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g