„მეტად უნდა ვიყოთ ლმობიერები, შემწყნარებლები, მომსმენები და გამგები ჩვენი შვილების მიმართ…“ – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, მარინა კაჭარავამ ისაუბრა.
როგორც გადაცემაში „ახალი დღე“ ფიქოლოგი განმარტავს, ნებისმიერი ქცევა, სიგარეტის მოწევიდან დაწყებული, ცუდი სიტყვით დამთავრებული, თუ ამ ყველაფერს მოზარდი სახლში ხედავს, ამას იმეორებს საზოგადოებაშიც:
„ნებისმიერი ქცევა, სიგარეტის მოწევიდან დაწყებული, ცუდი სიტყვით დამთავრებული, რომელსაც სახლში ხედავს და ესმის ბავშვს და მერე გიკვირს, რატომ აკეთებს ამას, ამას აკეთებს, როგორც „ქოფი ფეისთი“. ჩვენ რა თქმა უნდა მეზობლებს ვაბრალებთ, უბანს ან ვინმეს, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი ჩვენში ხდება. მოზარდები არ გვპატიობენ ტყუილს. შეიძლება გარეთ გახვიდე გაპრანჭული და იყო ზრდილობიანი, მაგრამ სახლში ყველა ეს გადაცდომა, რაც აქვს ადამიანს, ისინი ღრუბელივით ისრუტავენ ამას და შემდეგ დისონანსი აქვთ სენთან მიმართებაში. შეიძლება მოგიტრიალდეს და გითხრას, შენ თითონ რას აკეთებ, ან რა გაგიკეთებიაო…
ბავშვები ცდილობენ დაგიჭირონ რაღაც შეცდომაზე, თითქოს ჩასაფრებულები არიან. მათთვის ავტორიტეტი არის მათივე თანატოლი. ის მოდა, როგორც აცვიათ, როგორც მეტყველებენ და ასე შემდეგ. არის რაღაცეები, რაც ამ ასაკისთვის დამახასიათებელია და არამარტო ამ ასაკისთვის, რაღაცეებს ჩვენც ვაკეთებთ ისეთს, რომელიც მოდაშია და გაუაზრებლად მივიწებეთ… მეტად უნდა ვიყოთ ლმობიერები, შემწყნარებლები, მომსმენები და გამგები ჩვენი შვილების მიმართ…“ – ამბვობს ფსიოლოგი.
