LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა კახიანი: „მე უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს, როცა სილამაზეზე საუბრობენ. აი, დედაჩემი მართლა ლამაზი იყო…“

607
მარინა კახიანი

„პრაიმშოუს“ მარინა კახიანი ესტუმრა.

მსახიობმა გასცა პასუხი კითხვას, როგორ არის მუდმივად კარგ ფორმაში:

„მე უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს, როცა სილამაზეზე საუბრობენ. აი, დედაჩემი მართლა ლამაზი იყო…

სილამაზის კრიტერიუმები მუდმივად იცვლებოდა. ჭეშმარიტად ლამაზი ქალბატონები რომელია ნეტავ? გარდა იმისა, რომ ყველას ჩემი აღქმა გვაქვს, ვიღაცას მე მოვწონვარ, ვიღაცას – სხვა. ძალიან ლამაზია სილამაზე. ესთეტიკურ სიამოვნებას იღებ ქალიც და მამაკაციც. ხანდახან, მეც რომ ვუყურებ ლამაზ ქალს, ძალიან ბედნიერი ვარ. არ მშურს. მით უმეტეს, თუ ქართველია, კიდევ უფრო ბედნიერი ვარ.

პერიოდულად თავს ვუვლი. ვიკეთებ პროცედურებს, ნემსებს. ზოგჯერ არ მცალია, სამწუხაროდ, ზარმაცი ვარ. არ ვვარჯიშობ. მიყვარს გემრიელი საჭმელების ჭამა…

ჩემთვის გარეგნობას შუშლია ხელი მსახიობობაში. საქართველოში გარკვეული სტერეოტიპებით აფასებენ მსახიობებს, არა მხოლოდ გარეგნობის გამო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები