LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიო ჩიმარომ თითქმის დაადასტურა, რომ სერიალ „ფარული ვნების“ მესამე სეზონი აუცილებლად იქნება

366
მარიო-ჩიმარო

კოლუმბიელმა მსახიობმა მარიო ჩიმარომ გამოცემა „ჰოლას“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. მსახიობმა „ჰოლას“ სპეციალურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობაა, სადაც ის თავის რჩეულთან ბრონისლავა გრეგუსოვასთან და ქალიშვილთან, ბრიანასთან ერთად პოზირებს.

მთავარი კითხვა კი ცხადია სერიალ „ფარული ვნების“ მესამე სეზონს ეხებოდა. სერიალის მეორე სეზონი, რომელიც 20 წლის შემდეგ გამოვიდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. სერიალის დასასრული საკმაოდ დამაინტრიგებელი იყო და მიანიშნებდა გაგრძელებაზე. კითხვაზე, იქნება თუ არა სერიალის გაგრძელება, მარიომ ფაქტობრივად დაადასტურა ინფორმაცია: „იქნება თუ არა მესამე სეზონი, ეს რომ დაგიდასტუროთ, ზედმეტი მომივა. სამაგიეროდ მალე ახალ დეტალებზე გესაუბრებით, გპირდებით“ – განაცხადა მსახიობმა.

გაიცანით ბრიანა ჩიმარო – ბედნიერი მარიო ჩიმარო Hola-ს გარეკანზე

ქალების გულთამპყრობელი მარიო ჩიმარო შვებულებას 86 წლის დედასთან ერთად ატარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები