მარიო ჩიმარო, რომელიც სულ მალე მამა გახდება, შვებულებას ზღვის სანაპიროზე ატარებს. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა კოლუმბიელი ვარსკვლავის ახალი ფოტოები, სადაც ის 86 წლის დედასთან, მარია კარიდად პაზთან ერთად იმყოფება. ფოტოებზე მარიოს დედა ეტლში ზის, ხოლო მარიო მასთან ერთად ფოტოებისთვის პოზირებს.
მარიომ ცოტა ხნის წინ დაასრულა გადაღებები სერიალ „ფარული ვნების“ მეორე სეზონისთვის. სწორედ ამ პერიოდში ცნობილი გახდა, რომ 51 წლის მსახიობი და მისი რჩეული ბრონისლავა გრეგუსოვა ქალიშვილს ელოდებიან.
ხუანის გული დაკავებულია – გაიცანით, მარიო ჩიმაროს 23 წლით უმცროსი შეყვარებული
მარიო ჩიმარომ და მისმა საცოლემ პირველი შვილის სქესი და სახელი გაამხილეს