LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალი“ თითქმის მთლიანად განადგურდა…ნანგრევების ქვეშ ბევრი ადამიანია: აზოვის ლეგიონი

972
აზოვსტალის ქარხანა

აზოვის ლეგიონის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მარიუპოლის ქარხანა „აზოვსტალი“ თითქმის მთლიანად განადგურდა. მისივე განმარტებით, ნანგრევების ქვეშ ბევრი ადამიანია მოყოლილი.

„ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა, მაგრამ მოვუწოდებთ სამშობლოს გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები“, – აღნიშნა პალამარმა.

მარიუპოლში, “აზოვსტალის” რაიონში ოკუპანტებმა საავადმყოფო დაბომბეს, ნანგრევებში 300-მდე ადამიანი იმყოფება: უკრაინული მედია

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები