LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები აღარ აიკრძალება, მაგრამ გაძვირდება

82

მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია აღარ აკრძალება – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა. როგორც მან განმარტა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტში ცვლილებები შევა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა, განბაჟების გადასახადის მატებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პარლამენტის მიერ აღნიშნული პროექტის განხილვას, ის საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ განახლდება.

”ჩვენ მოგვიწევს ამ პროექტის გარკვეული მოდიფიკაცია იმიტომ, რომ ის შეეხებოდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებსაც. ფინანსთა სამინისტროს პროექტით, ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება და შესაბამისად, პროექტიდან რაღაცების ამოღება დაგვჭირდება. ჩვენი ინიციატივა იყო მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა, თუმცა ფინანსთა სამინისტროსგან შემოვიდა ინიციატივა, რომ მოხდეს აქციზის ზრდა. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ შეჩერდეს კატასტროფული ზრდა და შემცირდეს ავტომობილების საერთო რაოდენობაში მარჯვენასჭიანების ხვედრითი წილი. ეს შედეგი გარკვეულწილად მიიღწევა განბაჟების გაძვირებითაც. რადგან ორივე ინიციატივა ერთ მიზანს ისახავს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას”, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, შსს ასევე მუშაობს იმაზე, რომ მომავალი წლიდან საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საგზაო მოძრაობის მოწესრიგება ტექნოლოგიებზე გადავიდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g