LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯვენასაჭიანი ტაქსებით მძღოლები 2021 წლიდან ვეღარ იმუშავებენ

207
57038262_406590489920594_4828227407519416320_n

თბილისის მერი ტაქსების მძღოლებთან ნაწილობრივ დათმობაზე მიდის. კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები „B კატეგორიაში“ იმუშავებენ, თუმცა მხოლოდ დროებით. მისი თქმით, 2021 წლიდან კი მძღოლებს მანქანების შეცვლა მოუწევთ.

კალაძის განმარტებით, გადაწყვეტილება ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

„გვთხოვეს, რომ B კატეგორიაში მარჯვენასაჭიანი ტაქსები დაშვებული იყოს. ჩვენ ამაზე დავთანხმდით და აქაც გვინდა, რომ დროში ჩავკეტოთ. 2021 წლის პირველი იანვრიდან უკვე ავტომატურად შევა ძალაში, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები აიკრძალება ასევე „B კატეგორიაში“. მათ აქვთ წელიწადნახევარი, რათა ჩაანაცვლონ ავტომობილები. კარგად გვესმის იმ ადამიანების, გვესმის არსებული მდგომარეობა და ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოახდინონ ავტომობილების ჩანაცვლება და 2021 წლიდან მარცხენასაჭიანი ავტომობილებით გააგრძელონ საქმიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღესვე თბილისის მერმა ტაქსების მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ლიცენზიის ორი მიმართულება იქნება. „A კატეგორიის“ ლიცენზიის მქონე მძღოლებს აქვთ ვალდებულება, ჰყავდეთ თეთრი ავტომობილი. ამასთან, „A კატეგორიის“ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან უფასოდ გადაეცემათ სპეციალური მანათობელი. რაც შეეხება „B კატეგორიის“ ლიცენზიანტებს, მათ არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვისა და არც მანათობლის დაყენების. მათ შესაძლებლობა აქვთ, „ტაქსიფაის“ და „უბერის“ სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სისტემით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g