თანამედროვე სამყაროში დეკრეტული შვებუილებით დედების გარდა უკვე მამებიც სარგებლობენ და ამ ტრადიციას ცნობილი ადამიანები ამყარებენ.
ამ დღეებში ”ფეისბუქის” დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ დროებით თავის საქმიანობას მოსწყდება და თავისუფალ დროს მეუღლესთან და შვილებთან ერთად გაატარებს. უცროსი ქალიშვილი მარკს უახლოეს მომავალში შეეძინება. შეგახსენებთ, რომ ცნობილი ბიზნესმენი დეკრეტულ შვებულებაში ორი წლის წინაც იმყოფებოდა, როდესაც მამა პირველად გახდა.
”ვისარგებლებ ჩვენი კომპანიის შესაძლებლობით და შვებულებას ნაწილობრივ ავიღებ. ერთი თვით პატარას დაბადების მომენტიდან ვისარგებლებ, ხოლო მეორე თვეს დეკემბერში გამოვიყენებ”-განაცხადა მარკმა.
ცუკერბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ”ფეისბუქში” დასაქმებულები 4 თვიანი დეკრეტული შვებულებით სარგებლობენ. პოსტის ბოლოს კი მან იხუმრა, რომ იმედოვნებს, რომ დაბრუნების შემდეგ მას ყველაფერი მწყობრში დახვდება.