სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვიდეო გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლებს ჩინური ახალი წელი მიულოცა, საზოგადოებას ახალი ამბავი გაუზიარა. როგორც აღმოჩნდა მან და მისმა მეუღლემ, პრისცილა ჩანიმ, ქალიშვილს მეორე სახელი დარქვეს.
ამიერიდან, „მაქსის“ პარალელურად პატარას „ჩენ მინიუს“ დაუძახებენ. პრისცილას თქმით, ჩენი- დედამისის გვარია, „მინიუ“ კი მათი იმედია ნათელი და ბედნიერი მომავლისკენ.
შეგახსენებთ, რომ წყვილს ქალიშვილი 2015 წლის დეკემბრის დასაწყისში შეეძინა. მას შემდეგ, ბედნიერი მამა შვილის ფოტოებსა და ვიდეოებს საკმაოდ ხშირად აზიარებს და მისი მიბაძვისკენ სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლებსაც მოუწოდებს.