LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარკეტა გრეგოროვა „ოცნებაზე“: „როცა ბრიუსელში ჩამოდიან, გვიმტკიცებენ, რომ სუპერ პროევროპულები არიან, როცა თბილისში ბრუნდებიან ვკითხულობთ, რომ ომის პარტია ვართ“

127
მარკეტა გრეგოროვა

როცა ბრიუსელში ჩამოდიან, გვიმტკიცებენ, რომ პროევროპულები არიან, მაგრამ თბილისში დაბრუნებისთანავე ვკითხულობთ, რომ ჩვენ ომის პარტია ვართ“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ევროპაში ჩასული „ოცნების“ წარმომადგენლების ფერიცვალება „სირცხვილია“:

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ძირეული ცვლილებები არ გატარდება, შესაძლოა, დაწესდეს პერსონალური სანქციები და ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკა გადაიხედოს:

„უკვე რამდენიმე წელია ვხედავ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ენით საუბრობენ. ხშირად დამისვამს მათთვის კითხვა, როცა ბრიუსელში ჩამოდიან, რატომ გვიმტკიცებენ პირისპირ საუბრებში, რომ სუპერ პროევროპულები არიან და რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდათ, მაგრამ როცა თბილისში ბრუნდებიან ვკითხულობთ, რომ ომის პარტია ვართ, დეზინფორმატორები ვართ, თურმე პრემიერის მოკვლა გვინდა და ასეთი რამ.

„საქართველოს ევროკავშირისკენ გზა დროებით დასრულდა – ტრაგიკულია, მაგრამ სიმართლეა“ – როგორია საერთაშორისო გამოხმაურებები „გამჭვირვალობის“ კანონის მიღებაზე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სერთაშორისო პარტნიორები ეხმაურებიან.

ერთხელ გვითხრეს, რომ არ უნდა შევწუხდეთ იმით, რასაც სახლში ამბობენ, რომ ეს შიდა პოლიტიკაა და ჩვენთან დაკავშირებული არ არის. არა, რასაც სახლში ამბობთ, რა დეზინფორმაციასაც ავრცელებთ, ეს ჩვენთან პირდაპირ არის დაკავშირებული.

საშინაო პოლიტიკა, იგივე საგარეო პოლიტიკაა. ამიტომ რიტორიკის ასეთ ცვლილებას არ ვემხრობი, ცოტა არ იყოს სასაცილოა. ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არის დეზინფორმაცია, პარტნიორების კრიტიკა. შეუძლებელია, თავი მოგვაჩვენოთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენზე არ გითქვამთ, შენ ან ხარ პასუხისმგებლობიანი პარტნიორი, ან არ ხარ. 

ჯოზეფ ბორელი: „ოქტომბრის არჩევნები EU-ში მომავლის მიმართ საქართველოს ერთგულების ტესტი იქნება“

ვფიქრობ, რომ ევროკავშირის პასუხი ძალიან ძლიერი იქნება. არ ვფიქრობ, რომ ეს მაინც და მაინც ვიზალიბერალიზაციას შეეხება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლიდერები წევრი სახელმწიფოებისა, სულ მცირე, შეთავაზებას გააკეთებენ, რომ თუ ძირეული ცვლილებები არ იქნება საქართველოს მთავრობის პოზიციაში, ისინი მკაცრ ზომებს გაჰყვებიან.

ეს ან ინდივიდუალური სანქციები იქნება ან შეეხება კანდიდატის სტატუსს, ძალას დაატანენ შეასრულონ რეფორმები, რომელიც სტატუსს ეხება, ან მოგვიანებით ისაუბრებენ ვიზალიბერალიზაციაზე.“ – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g