მარკუს მეტრეველმა ახალ სიმღერა ჩაწერა და კლიპიც გადაიღო, რომელსაც საზოგადოებას მალე შესთავაზებს. მან გადაღების მოედნიდან გამოაქვეყნა ფოტოები და აღნიშნა ყველა ის ადამიანი, ვინც კლიპის გადაღებაში დახმარება გაუწია.
როგორც მარკუსი წერს, მის ჩაცმულობაზე ბრენდმა XATKOS იზრუნა, ხოლო ვიდეორგოლში PRIMEMODELSMANAGEMENT-ის მოდელები გადაიღო. მომღერალი მადლობას უხდის წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას.