მარნეული-სადახლოს გზაზე ავარია მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ წერეთელთან ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რა დროსაც ერთი მანქანა გზიდან გადავარდა და ამობრუნდა.
ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. დაწყებულია გამოძიება.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.