LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულის მერიასთან სამართალდამცველებმა 6 ადამიანი დააკავეს

72
აქცია მარნეულის მერიასთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მარნეულის მერიასთან გამართულ აქციაზე 6 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. მათ შორისაა გიორგი მუმლაძეც. უწყების ინფორმაციით, ექვსივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები მარნეულის მერიასთან გიორგი მუმლაძის ძმის – სიმონ მუმლაძის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით მერიაში შესვლა სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

სიმონ მუმლაძე მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, გუშინ კი მას უთხრეს, რომ ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ახმედ იმამკულიევის განცხადებით, მერიის შენობაში გიორგი მუმლაძეზე იძალადეს. მისი თქმით, მან თავად დაინახა როგორ დააგდეს ის ძირს.

გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის მერიასთან გამართულ აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე დააკავეს