მარნეულის მერიასთან გამართულ აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდა მუმლაძისა, დაკავებულია სხვა რამდენიმე აქტივისტიც.
ცნობისთვის, მერიასთან აქცია გიორგი მუმლაძის ძმის მხარდასაჭერად მიმდინარეობდა. როგორც სიმონ მუმლაძე ამბობს, ის სამსახურიდან ძმის აქტივობების გამო გაათავისუფლეს. აქტივისტები ითხოვენ, შეწყდეს პოლიტიკური დევნა და სამსახურში აღადგინონ სიმონ მუმლაძე.
სიმონ მუმლაძე მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, გუშინ კი მას უთხრეს, რომ ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ.
“ფორტუნა” დაკავებულების შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას შსს-სთან ცდილობს, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.