LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს

159
შსს

არსებული ინფორმაციით, მარნეულში ერთ-ერთ ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა ისროლეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციითვე, საქმე ეხება ე.წ. „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერებს, რომელთაც ერთ ერთ ბიზნესმენს დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, რაზეც უარი მიიღეს, ხოლო მოგვიანებით სახლში ხელყუმბარა შეუგდეს.

არსებული ინფორმაციით, ხელყუმბარა არ აფეთქდა – შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

რადიო „ფორტუნა“ დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g