მარნეულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.