LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარშალ გელოვანის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებულია

98

დღეს დილიდან მარშალ გელოვანის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებულია. საცობი სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იწყება და სანაპიროზე ჩასასვლელ შუქნიშანთან მთავრდება. საპატრულო პოლიციის განცხადებით საცობი შექმნილია იმის გამო, რომ აღმაშენებლიდან წამოსული ავტომობილების ნაკადი, რომლებიც სანაპიროსკენ აგრძელებენ მოძრაობას, იკავებენ გაგარინზე ასასვლელ გზასაც, ანუ მოძრაობის სამივე ზოლი სანაპირკოსკენ ჩამავალ ავტომობილებს უკავიათ.

შესაბამისად გაგარინის მოედნისკენ მიმავალi ავტომობილებისთვის გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელია. მოძრაობის განსატვირთად შუქნიშანთან, რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული, თუმცა მოძრაობის წესების უხეშ დარღვევაზე, არანაირ რეაგირებას არ ახდენენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები