„საქართველოს განგრძობითი უკუსვლის ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა“, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2025 წლის გაფართოების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„გასული წლის ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და საქართველოს განგრძობითი უკუსვლის ფონზე, კომისია მიიჩნევს რომ საქართველოს შემთხვევაში კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე, 2025 წლის გაფართოების შესახებ ანგარიშს უსმენენ, რომელსაც ევროკომისარი მარტა კოსი წარადგენს.
⭕ „საქართველოში ვითარება მწვავედ გაუარესდა დემოკრატიის უკუსვლით ისე, როგორც ეს არასდროს მომხდარა კანდიდატ ქვეყანაში“ -…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 04 ნოემბერი, 2025
