თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines საქართველოს ავიაბაზარს რეგულარული რეისებით უბრუნდება.
„გაცნობებთ, რომ თებერვალში თბილისიდან სტამბოლში გამგზავრება შესაძლებელი იქნება ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას (გამონაკლისია 6 თებ.)
მარტიდან კი ყოველდღიურად! ავიაბილეთები თბილისიდან სტამბოლისკენ – 57 ევროდან, თბილისიდან სტამბოლის გავლით, თურქეთის ქალაქებზე – 43 ევროდან, სხვა ტრანზიტულ მიმართულებებზე 88 – ევროდან.
ავიაბილეთების დასაჯავშნად და სამოგზაურო რეგულაციებზე კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: ნომერზე 0322400040, ან მოგვწერეთ ფეისბუქის საშუალებით“, – წერია Pegasus Airlines-ის ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ს (გასა) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.