LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტივი რეცეპტი – გარანტირებული ეფექტი: ვარსკვლავების სილამაზის საიდუმლო

732

იდეალური ფორმის შენარჩუნების უამრავი პრაქტიკული რჩევა და მეთოდი არსებობს. ვარსკვლავებს, მათ ვისაც საზოგადოება სილამაზისა და სტილის ეტალონებად აღიარებს, კანის მოვლის და გარეგნობის სრულყოფის საკუთარი პატარა საიდუმლოებები აქვთ. გთავაზობთ ჰოლივუდის ვარსკვლავების რამდენიმე საინტერესო რჩევას.

 

მირანდა ქერი

 

miranda qeri
მირანდა ქერი უპირატესობას ნატურალურ პროდუქტებს ანიჭებს, სახის კანის მოსავლელად კი, მარტივ თუმცა, ეფექტურ მეთოდს მიმართავს. ქერის საიდუმლო მრგვალად დაჭრილ კიტრშია, რომელიც 10-15 წუთი უნდა გაიჩეროთ სახეზე. მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებითაა შექმნილი ორგანული კოსმეტიკაც KORA Organics, რომლითაც ქერი სარგებლობს. ასე რომ, გამოიყენეთ ნატურალური პროდუქტები და დატკბით საკუთარი თავის ცქერით სარკეში.

 

ანჯელინა ჯოლი

 

joli
სახის კანის მოვლის კიდევ ერთ მარტივ მეთოდს გვთავაზობს ანჯელინა ჯოლი. მისი სილამაზის საიდულმო, როგორც აღმოჩნდა წყალია. ჯოლი დღეში მინიმუმ ორ ლიტრ უგაზო მინერალურ წყალს სვამს, რაც ეხმარება ორგანიზმს გაიწმინდოს ტოქსინებისგან, კანს კი, შეუნარჩუნდეს ელასტიურობა და ჯანსაღი ფერი.

 

ვიქტორია ბექჰემი

 

bekhemi
ვიქტორია ბექჰემი, რომელიც ყოველთვის იდეალურ ფორმაშია, უპირატესობას ავოკადოს ნიღაბს ანიჭებს. ხელების მოსავლელად კი, საცხში ნატურალური ზეთის რამდენიმე წვეთს უმატებს და ძილის წინ სპეციალურ ხელთათმანებს იცვამს.

 

ჯენიფერ ენისტონი

 

jenifer enistoni
ჯენიფერ ენისტონს წამწამების გაზრდისა და გამაგრების თავისი მეთოდი აქვს. როგორც აღმოჩნდა, მსახიობი ჩვეულებრივ ვაზელინს იყენებს. სწორედ ეს – ყველათვის ხელმისაწვდომი საცხი უწყობს ხელს გრძელი და ხშირი წამწამების შენარჩუნებას.

 

კამერონ დიაზი

 

kameron diasi
კამერონ დიაზი, რომელიც დიდი ხანია იტანჯება აკნეთი, პრობლემური კანის სამკურნალოდ რძის ფხვნილს მიმართავს. რეცეპტი ძალიან მარტივია. რამდენიმე კოვზი რძის ფხვნილი დაიტანეთ ნოტიო კანზე და წრიული მოძრაობით ჩაიტარეთ მსუბუქი მასაჯი, შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. რძის ფხვნილი, რომელიც პილინგის ფუნქციას ასრულებს, გაღიზიანების გარეშე წმენდს კანს და როგორც თავად მსახიობმა აღნიშნა, ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ძვირადღირებული პროცედურები.

 

სინდი კროუფორდი

 

sindi
სინდი კროუფორდის სილამაზის შენარჩუნების საიდუმლო რძისა და უგაზო მინერალური წყლის კოქტეილიშია, რომლითაც ის ყოველდღე იბანს სახეს. იდეალური კანის შენარჩუნებაში ყოფილ მოდელს რძის აბაზანებიც ეხმარება. თავადაც შეგიძლიათ მოსინჯოთ. გახსენით1,5-2 ლიტრი რძე წყალში და 20 წუთი ინებივროთ რძის აბაზანაში.

 

შანელ იმანი

 

shanel imani
შანელ იმანისთვის უნიკალური გარეგნობის შენარჩუნების გარანტირებული ფორმულა ვაშლი და თაფლია. სუპერ-მოდელის რეცეპტი ძალიან მარტივია: აურიეთ ერთმანეთში თანაბარი პროპორციის თაფლი და ვაშლის პიურე, შემდეგ კი, 15-20 წუთით გაიჩერეთ სახეზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

 

კეტრინ ზეტა-ჯონსი

 

ketrin zeta jonsi
სხვების მსგავსად კეტრინ ზეტა-ჯონსიც საკუთარი ხელით შექმნილ კოსმეტიკურ საშუალებებს და ხალხურ რეცეპტებს ირჩევს. სახის ნიღბის დამოუკიდებლად მომზადება ზეტა-ჯონსის განცხადებით ძალიან მარტივია, ყველა ტიპის სახის კანს უხდება და უნარჩუნებს მას ელასტიურობას და ჯანსაღ ფერს. თავად მსახიობის “რჩეული” ანანასი და მარწყვის ნიღაბია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g