LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მართლა არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ ვინც იყო, მინდა ვუთხრა: თქვენისთანა ადამიანები ათბობენ სამყაროს“ – რა ამანათი მიიღო ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების წყვილმა

2790
ing (2)

ამერიკაში მცხოვრები ნინო კვარაცხელიას და ემზარ ჯღარკავას წყვილი, რომელმაც 40-წლიანი დაშორების შემდეგ ერთმანეთი ხელახლა იპოვა, ემიგრაციაში თავს გადახდენილ ამბებს საკუთარ გულშემატკივრებს ხშირად უზიარებენ.

„მთავარია დროზე მივირბინოთ ჩვენს სამშობლოში, ჩვენს სახლში, სადაც ყველაფერს სხვა გემო, სურნელი და ლაზათი აქვს“ – ნინო კვარაცხელიას ემოციური პოსტი აშშ-დან: როგორია ემიგრაციაში მყოფი წყვილის ამერიკული ცხოვრება 

ამჯერად, ნინო კვარაცხელია წერს ამანათის შესახებ, რომელიც წყვილმა უცნობი პირისგან მიიღო და აღნიშნავს, რომ გზავნილმა ძალიან გაახარა:

„ამაზონზე ვიტამინები გამოვიწერეთ ჯღარკავასთვის, დღეს მოვიდა, პაკეტი რომ ავიღე, მემძიმა, ამდენი არაფერი გამომიწერია-მეთქი, გავხსენი და რაც იყო კი ხედავთ ყველა.

მართლა არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ ვინც იყო, მინდა ვუთხრა, რომ: „თქვენისთანა ადამიანები ათბობენ სამყაროს“.

დიდი მადლობა, მართლაც რომ განსაკუთრებული გემო ჰქონდა, ჩვენებური ქართული, კიდევ სიხარულის და ბედნიერების“, – წერს ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

 

ამაზონზე ვიტამინები გამოვიწერეთ ჯღარკავასთვის, დღეს მოვიდა, პაკეტი რო ავიღე, მემძიმა, ამდენი არაფერი გამომიწერიათქო,…

Posted by ნინო კვარაცხელია on სამშაბათი, 06 თებერვალი, 2024

 

ვიდეო: „ცხოვრებაში ყოველთვის ვეძებდით იმ ეპიზოდებს, სადაც შენ და მე თავიდან ვიპოვიდით ერთმანეთს და ვიპოვეთ კიდეც“ – ნინო კვარაცხელია ემოციურ კადრებს ავრცელებს

„დადარაჯებული ხალხი კითხულობს, „ნერვიულობენ“ , ხომ არ დახოცეს ერთმანეთიო.. პირიქით, არ გვეგონა თუ ასე გემრიელად გავუმკლავდებოდით ემიგრაციულ სირთულეებს“ – რას წერს ნინო კვარაცხელია 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები