LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის მოწმობის ასაღებად საგამოცდო მანქანები მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა

130
fortuna.ge (47)

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში საგამოცდო მანქანების ავტოპარკი განახლდა.

უწყების ცნობით, მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე, GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით აბარებენ.

მომსახურების სააგენტომ, ინფრასტრუქტურისა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ყველა სტრუქტურულ ერთეულში, სადაც პრაქტიკული
გამოცდების ჩაბარებაა შესაძლებელი, ინფრასტრუქტურული და ტექნიკური სამუშაოები ეტაპობრივად განახორციელა.

2021 წლის დასაწყისში, საწყის ეტაპზე, მხოლოდ რუსთავისა და გორის სტრუქტურულ ერთეულებში ჩანაცვლდა ძველი საგამოცდო მანქანები ახლით, ცოტა ხნის წინ კი ავტოპარკი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა სტრუქტურულ ერთეულში განახლდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g