LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართვის მოწმობის გამოცდები დროებით უქმდება

152
გამოცდა

თეორიული და პრაქტიკული გამოცდები, კორონავირუსის გამო, დროებით უქმდება. შსს-ში აცხადებენ, რომ თუ მოქალაქეებს წინასწარ გქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი დაჯავშნული, ისინი მუშაობის განახლებიდან ერთი თვის განმავლობაში შეძლებენ გამოცდაზე გასვლას.

ერთი ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე: საჭიროა თუ არა განგაში

"ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადება დამოკიდებულია მოსახლეობისა და დაავედებულთა რაოდენობაზე".  

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში. ხოლო სხვა ცნობების მისაღებად, განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველოში მთელი რიგი შეზღუდვები ამოქმედდა და ყველა საჯარო თუ კერძო უწყებას მიეცა რეკომენდაცია, თანამშრომლებს მისცეს საშუალება, დისტანციურად იმუშაონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები