LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში, სააკაძის ძეგლის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

365
გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფის ადმინისტრაციულ ერთეულში სააკაძის ძეგლის მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონები, აპარნის სალოცავთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები.

აღნიშნული სამუშაოები  ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 430 000 ლარს აღემატება.

მიმდინარე პროექტი ადგილზე დაათვალიერეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ხარაბაძემ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, მერის პირველმა მოადგილემ, რამაზ ბუდაღაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სამირ ხიალოვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g