LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარწყვის ფერმაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს

937
maxresdefault

გერმანიაში, მარწყვის ფერმაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს. ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.

„სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის ხელზე ასაღები 1018 ევროს ოდენობით, ხოლო 01 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდისთვის -909 ევროს ოდენობით

ახლა, ბრძოლა ქართულ სასამართლოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიმართ, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით პროფკავშირებთან ერთად გრძელდება. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება აქტიურ კომუნიკაციაში იყო ჩართული გერმანიაში, საქმის მოსამზადებელ სამუშაოებსა და გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებასთან და ქართულ სასამართლოშიც, ქართველი სეზონური მუშების ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს“, – აცხადებენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში.

რას ედავებოდნენ ქართველი სეზონური მუშები გერმანელ დამსაქმებელს, როგორ ირღვეოდა მათი შრომითი პირობები და მეტი დეტალი ნახეთ:?

https://gtuc.ge/sezonur-samushaoze-dasaqmebulebi/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g