LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი.. თეატრის მიღმა თამაშს არ ცნობდა და ცხოვრობდა ისე, როგორც გრძნობდა“ – ნიკო გომელაური დღეს 54 წლის გახდებოდა

378
ნიკო გომელაური

ქართველი მსახიობი და პოეტი, ნიკო გომელაური დღეს, 12 ივლისს 50 წლის გახდებოდა. ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ჟურნალისტი იხსენებს ნიკოს გაცნობას და ჰყვება, როგორ ჩაწერა მასთან ინტერვიუ.

თეონა გოგნიაშვილი წერს, რომ ნიკო გომელაური, ქართული სცენის რობინ ჰუდი იყო:

ვიდეო: „შევამჩნიე ახალგაზრდა ბიჭი, ლამაზი, ცისფერთვალება, რომელიც ზის და გაფაციცებით უყურებს ყველა რეპეტიციას… წლების შემდეგ ყველა თვლის, რომ ორგანული იყო მისი საუბრის მანერა, მაგრამ ეს იყო შექმნილი, ასე დავიწყეთ“ – როგორ დაიწყო ნიკო გომელაურისა და ავთანდილ ვარსიმაშვილის დიდი მეგობრობა?

„მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი… ❤ ეს იყო 2001 წელს, რადიოს მეათე სტუდიაში. ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა, სახეზე დაეტყო, რომ ახალგაზრდა ჟურნალისტისგან მაინცდამაინც საინტერესო კითხვებს არ ელოდა. ამიტომ ყოველი შემთხვევისთვის, ჩაილაპარაკა – უკაცრავად, მალე უნდა გავიდე, თეატრში რეპეტიცია მაქვსო. ამ შეხვედრაზე ნაფიქრი მქონდა და კითხვები წინასწარ არ ჩამომიწერია, სპონტანურად, რაც თავში გამიჩნდა, ყველაფერი ვკითხე… ჰოდა, დაიწყო… სტუდიაში ისეთი ცეცხლი დაანთო, ისეთი შარმი ჰქონდა, კინაღამ დამავიწყდა, რომ ჩაწერაზე ვიყავით.

„აზრზე“ მაშინ მოვედი, როდესაც სტუდიის მინის ფანჯრის მიღმა ხმის რეჟისორისა და ოპერატორი გოგოების ატკარცალებული სახეები დავინახე. თითქმის ყველაფერზე ვისაუბრეთ. ბოლოს ქართულ და რუსულ ენაზე დაწერილი საკუთარი ლექსები წაიკითხა. აშკარად შევატყვე საეთერო საუბრით კმაყოფილი იყო.

როცა სტუდიიდან გამოვედით, მითხრა: ერთ რამეში მინდა გამოგიტყდე: ჩემი ლექსების კრებული თქვენს კოლეგას დავპირდი ტელეში და მას მოვუტანეო, მაგრამ ახლა გადავიფიქრე და მინდა თქვენ გაჩუქოთო. ოღონდ, წიგნზე სამახსოვრო წარწერის გადაკეთება მომიწევს და არ მიწყინოთო. მერე კალამი მოიმარჯვა ყვავილი მოხატა და იქ ჩემი სახელი გაჩნდა.

ასეთი იყო ნიკო გომელაური – ქართული სცენის რობინ ჰუდი. თეატრის მიღმა თამაშს არ ცნობდა და ცხოვრობდა ისე, როგორც გრძნობდა. დღეს მისი დაბადების დღეა…

ისე მართლა, ნეტავი იქ თეატრი არის?“ – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „შევამჩნიე ახალგაზრდა ბიჭი, ლამაზი, ცისფერთვალება, რომელიც ზის და გაფაციცებით უყურებს ყველა რეპეტიციას… წლების შემდეგ ყველა თვლის, რომ ორგანული იყო მისი საუბრის მანერა, მაგრამ ეს იყო შექმნილი, ასე დავიწყეთ“ – როგორ დაიწყო ნიკო გომელაურისა და ავთანდილ ვარსიმაშვილის დიდი მეგობრობა?

ნიკო გომელაური 2010 წლის 13 აპრილს გამთენიისას 39 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g