“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ მისი სახლის მიმდებარე ტერიტორია პოლიციელებმა უკვე დატოვეს.
მისივე თქმით, პოლიციის განყოფილებაში თავად მივა იმის გასარკვევად, თუ რას უკავშირდებოდა მობილიზება.
„ჩემს სახლთან დაახლოებით 20 წუთის წინ პოლიცია იყო მობილზებული. ნამდვილად არ ვიცი, რა ხდებოდა. მას შემდეგ, რაც დავურეკე ადვოკატს და პრესას, დაიშალნენ პოლიციელები. არ ვიცი გახარიამ რა თქვა, მაგრამ ეს გავს შეშინებული მთავრობის ნაბიჯს. ჩვენ ამით ვერ შეგვაშინებენ და ვერც უკან დახევას გვაიძულებენ. ახლა გადავალ უახლოეს განყოფილებაში და გავიგებ, რას უკავშირდებოდა ეს მობილიზება,“ – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციელთა მობილიზება სოფელ ველისციხეში გუშინ განვითარებული მოვლენების ფარგლებში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.
