სკანდალური ჰიპ-ჰოპ არტისტის ექს-შეყვარებულმა, ემბერ როუზმა მასთან ურთიერთობის დეტალები გაიხსენა და პოდკასტში მოყვა, თუ როგორ მიიყვანა კანიემ ის ცრემლებამდე.
„პარიზში ვიყავით, კარგად მახსოვს, როგორ მაძალებდა ჩამეცვა ძალიან გულახდილი, პიკანტური კაბა, რომელშიც ფაქტობრივად შიშველი ვიქნებოდი, მე ამის გაკეთება არ მინდოდა და ვეწინააღმდეგებოდი. ბოლოს მან მე ცრემლებამდეც კი მიმიყვანა, ის მეუბნებოდა, ეს მოდაა, მე გენიოსი ვარო. საბოლოდ მე მაინც ამ კაბაში წავედი, შემდეგ იყო დიდი კრიტიკა. მას სურს, რომ მისი ქალი სხვებსაც უნდოდეთ“, – იხსენებს როუზი.
ცნობისთვის, მოდელი და არტისტი 2008 წლიდან 2019 წლამდე ხვდებოდნენ ერთმანეთს.
ფოტო/ვიდეო: კანიეი უესტი და ბიანკა სენსორი „გრემიდან“ გააძევეს – წყვილის შოკისმომგვრელი გამოჩენა


