ბიანკა სენსორიმ კვლავ მოახერხა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩენა, ამჯერად არა სიშიშვლით, არამედ „ზედმეტი ჩაცმულობით“.
31 წლის ავსტრალიელი მოდელი და არქიტექტორი, რომელიც ხშირად სკანდალური და ძალიან თამამი ჩაცმულობით ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში, ამჯერად სრულად განსხვავებულ სტილში გამოჩნდა.
სენსორის ეცვა შავი, სხეულზე მომდგარი, დახურული ორეული, ზედა და „მაქსი“ ქვედაბოლო. „ლუქი“, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა მისი ჩვეულებრივი პროვოკაციული იმიჯისგან.
ცნობისთვის, გასულ თვეს ბიანკამ გამოცემა Vanity Fair-ის განუცხადა, რომ მოსწყინდა სიშიშვლე და ერთი და იმავეს მუდმივი გამეორება:
„მე აშკარა ობსესია მქონდა სიშიშვლეზე. ყველგან შიშველი ვიყავი. მუდმივად ერთსა და იმავე ვიზუალს ვიმეორებდი. ახლა კი ეს მომბეზრდა“, – განაცხადა ეპატაჟური ჰიპ-ჰოპ არტისტის მეუღლემ.
„მან რამდენჯერმე სცადა უესტისგან გაქცევა“ – კანიე უესტისა და ბიანკა სენსორის მეგობრის განცხადება

