LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასატო კანდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

107
მასატო კანდა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველთა საბჭოს მიერ ერთხმად არჩეული მასატო კანდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა.

„ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო აზიის განვითარების ბანკს ჩვენი რეგიონისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს. 69 წევრი ქვეყნის ნდობითა და ერთგული თანამშრომლების მხარდაჭერით მზად ვარ გავაძლიერო აზიის განვითარების ბანკის მისია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის ხელშესაწყობად. ჩვენ ერთად შევძლებთ გავუმკლავდეთ განვითარების არსებულ გამოწვევებს და უზრუნველვყოფთ, რომ აზიის განვითარების ბანკი რეგიონისთვის სასურველ პარტნიორად დარჩეს”,- განაცხადა მასატო კანდამ.

საერთაშორისო პოლიტიკაში, ფინანსებისა და განვითარების მიმართულებით, თითქმის ორმოცწლიანი გამოცდილების მქონე კანდა წინდახედულ ლიდერად არის აღიარებული. იაპონიის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ყოფნისას მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტილებების მოძიებაში, რომლებმაც საერთაშორისო ბაზრების დასტაბილურებას შეუწყვეს ხელი.

როგორც აზიის განვითარების ბანკის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მასატო კანდას მეთერთმეტე პრეზიდენტად დანიშვნა ხაზს უსვამს უწყების მუდმივ განვითარებას და მის ვალდებულებას, დააკმაყოფილოს განვითარებადი წევრი ქვეყნების საჭიროებები. იქიდან გამომდინარე, რომ აზიის განვითარების ბანკი სტრატეგიული განვითარების ახალ ფაზაზე გადადის, კანდას ხელმძღვანელობა ბანკის მემკვიდრეობას დაეყრდნობა და უზრუნველყოფს ინსტიტუციის მზადყოფნას მომავალი გამოწვევებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g