LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშინ, როდესაც ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ აქამდე გაწეული რეკომენდაციები კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია, ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება: ეუთო/ოდირი

90
ოდირი

ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს ეხება ნათქვამია, რომ მაშინ, როდესაც ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ აქამდე გაწეული რეკომენდაციები კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია, ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება.

მათივე ცნობით,საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებში აღსანიშნავია პოზიტიური დინამიკა, თუმცა, გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგალითისთვის საარჩევნო კომისიების შემადგენლობებთან დაკავშირებით.

„საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებში აღსანიშნავია პოზიტიური დინამიკა, მათ შორის, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, არჩევნების შედეგების განსაზღვრის პროცესის გაძლიერებისა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესის გაძლიერებისკენ. თუმცა, გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგალითისთვის საარჩევნო კომისიების შემადგენლობებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, მაშინ როდესაც ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ აქამდე გაწეული რეკომენდაციები კონკრეტულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დაკმაყოფილებულია, ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩება. მეტად ყოვლისმომცველი და სისტემური რეფორმები ჯერ კიდევ საჭიროა.

საკანონმდებლო ცვლილებების კანონპროექტი არ არის დაფუძნებული კანონმდებლობის სრულფასოვან მიმოხილვაზე, არამედ უფრო მეტად მიმართულია პოლიტიკური კრიზისის დაძლევისა და იმ პოლიტიკური უთანხმოების გადაწყვეტისკენ, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების განმავლობაში წარმოიშვა,“- ნათქვამია ეუთო/ოდირის დასკვნაში.

magti 5g