„როცა პირველად ვნახე მალკოვიჩი სცენაზე, ვიფიქრე, რომ ან ფსიქოპატი იყო ან ჩვენი დროის უდიდესი მსახიობი“, – სწორედ ასე გაიხსენა მსახიობთან პირველი შეხვედრა რეჟისორმა რობერტ ბენტონმა და არც შეცდა, რადგან ჰოლივუდისთვის ნაკლებად სტანდარტული გარეგნობით, მალკოვიჩმა მხოლოდ საკუთარი ნიჭისა და გარდასახვის არაჩვეულებრივი უნარით მოიპოვა აღიარება.
ცნობილი ადამიანების ციტატები
fortuna.ge გთავაზობთ ჯონ მალკოვიჩის ცნობილ ფრაზებს:
ყველაფერი, რასაც აკეთებ, ვინმესთვის უნდა აკეთო, სხვა შემთხვევაში, საერთოდ არ ღირს არაფრის კეთება
დისციპლინა კარგია, მაგრამ აუცილებლად რუტინა და ბანალურობა მოაქვს.
მაშინებენ ადამიანები, რომლებმაც ყოველთვის სხვებზე კარგად იციან ყველაფერი.
რა აზრი აქვს ნერვიულობას იმაზე, რასაც ვერ აკონტროლებ? ინერვიულე იმაზე, რომ საკუთარ თავზე არ დაკარგო კონტროლი.
არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, რომ უვარგის ფილმებს ყოველთვის დიდი შემოსავალი მოაქვს. უბრალოდ გული მწყდება, რომ ბევრ კარგ ფილმს არასდროს გადაიღებენ.
იქ, სადაც ბევრი ლამაზი ქალია, არ ღირს ულამაზო ქალთან ერთად მისვლა.
ყოველთვის ფანტასტიკური ფილმი მირჩევნია რეალისტურს, რადგან რეალისტური ფილმი სინამდვილეში მხოლოდ ხელოვნური ურთიერთობა და ყალბი გრძნობებია.
უდიდესი წარმატება და ამავდროულად ყველაზე ტრაგიკული – წარმატებაა, რომელიც ვერავინ შეამჩნია.