მაშველებმა მამკოდის მიმდებარედ, ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადმოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია გამთენიისას დასრულდა.
ძლიერი ნალექის შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩენილთა შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.
სამაშველო ოპერაციაში 25 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. გადარჩენილები თავს კარგად გრძნობენ.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდაში მდინარის ადიდების გამო, ადამიანები მეორე ნაპირზე ჩარჩნენ. მათი ნაწილი მაშველებმა გუშინვე გამოიყვანა, თუმცა ნაწილმა გამოსვლაზე უარი განაცხადა და ქეიფი განაგრძო.