LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა ადიდებული მდინარის მეორე ნაპირიდან, ნასვამი მოქალაქეებიც გამოიყვანეს

259
x5cebk5e

მაშველებმა მამკოდის მიმდებარედ, ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე დარჩენილი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადმოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია გამთენიისას დასრულდა.

ძლიერი ნალექის შედეგად წარმოქმნილ კუნძულზე შემორჩენილთა შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.

სამაშველო ოპერაციაში 25 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა. გადარჩენილები თავს კარგად გრძნობენ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდაში მდინარის ადიდების გამო, ადამიანები მეორე ნაპირზე ჩარჩნენ. მათი ნაწილი მაშველებმა გუშინვე გამოიყვანა, თუმცა ნაწილმა გამოსვლაზე უარი განაცხადა და ქეიფი განაგრძო.