LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მანქანა და მასში 2 პირის ცხედარი იპოვეს

1502
მტკვარი

მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს. ინფორმაცია „ფორტუნას“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი უტა ელიავას ეკუთვნის.

„მოვ­დი­ვარ და­ი­კოო. შენი გა­ყი­ნუ­ლი სხე­უ­ლის ჩა­სა­ხუ­ტებ­ლად. რო­გორ გცი­ო­და ღმერ­თმა იცის“, – წერს გარდაცვლილის და, ანკა ელი­ა­ვა.

„ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა“ – შსს-მ გასულ ღამეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 1 პირი დააკავა

„აღნიშნულ ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი პირის წყლიდან უვნებლად ამოყვანა შეძლეს, ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება“ – აცხადებენ შსს-ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ცხე­დარს, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია ის გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ეკუთ­ვნის თუ მე­სა­მე მგზავრს, რო­მე­ლიც ტრაგედიის დროს მათთან ერთად იმყოფებოდა ავ­ტო­მო­ბილ­ში.

მაშველებმა ავტომობილი დღეს დილით, მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირების შედეგად იპოვეს.

ვიდეო: „ერთი წყალმა წაიღო, ვერ მოასწრეს ამოყვანა“ – რას აცხადებენ ადგილზე მყოფები მტკვრის სანაპიროსთან მომხდარი ავარიის შესახებ

ცნობისთვის, 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს. პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.

მოვდივარ დაიკოოოო 😭😭შენი გაყინულიიი სხეულისს ჩასახუტებლადდ ჩემოოოოო 😭😭 როოგრ გციოდააა ღმერთმა იცისს 😭😭😭

Posted by An Ka on ოთხშაბათი, 14 მაისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g