თბილისი – სამგორის რაიონში მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს.
შეტყობინება ორი ახალგაზრდა მამაკაცის მდინარეში გაუჩინარებასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 1 აგვისტოს, 15:00 საათზე შემოვიდა
მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს და მდინარიდან ამოიტანეს. პარალელურად, გრძელდებოდა 20 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნა დღეს მოახერხეს
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 6 სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფი – 40 მაშველი