ილონ მასკი Forbes-ის რეიტინგების ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანია, კომპანია TESLA კი ტრილიონერების კლუბს შეუერთდა.
ჟურნალ Forbes-ის ინფორმაციით, 25 ოქტომბერს ილონ მასკის ქონებამ 271,3 მილიარდ დოლარს მიაღწია, მას შემდეგ, რაც Tesla-ს აქციების ფასი 13%-ით გაიზარდა, ხოლო კომპანიის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ Hertz Global Holdings Inc-მა Tesla-ს 100 000 მოდელის შეკვეთა განახორციელა. დოკუმენტებში ახალი ტრანში უკვე აისახა.
ცნობისთვის, მანამდე Forbes-ის რეიტინგების ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იყო, რომლის ქონებაც მიმდინარე წლის ივლისში 212 მილიარდ დოლარს შეადგენდა.